ენდომეტრიუმის რეცეფციულობა არსებით როლს თამაშობს ემბრიონის იმპლანტაციაზე. ERA ტესტი საშვილოსნოს ღრუდან ბიოფსიით მიღებული მასალის 248 გენის ანალიზით ადგენს ენდომეტრიუმის რეცეფციულობას და შესაბამისად ემბრიოტრანსფერის ( საშვილოსნოში ემბრიონის გადატანა ) ხელსაყრელ დროს.
რა არის ენდომეტრიუმი ?
ენდომეტრიუმი წარმოადგენს საშვილოსნოს ღრუს ამომფენ შრეს, სადაც ხდება ემბრიონის იმპლანტაცია ( მიმაგრება ) და ორსულობის განვითარება. ენდომეტრიუმი ყოველ თვეში განიცდის ციკლურ ცვლილებებს და ხდება მისი მომზადება ემბრიონის ჩანერგვისთვის. თუ ეს არ მოხდა, ენდომეტრიუმი იწყებს ჩამოფცქვნას და იწყება მომდევნო მენსტრუაცია.
რას ნიშნავს ენდომეტრიუმის რეცეფციულობა და რას წარმოადგენს იმპლანტაციის ფანჯარა ?
ენდომეტრიუმი რეცეფციულია ( მგრძნობიარეა ), როდესაც ის მზად არის ემბრიონის იმპლანტაციისთვის.
რეცეფციულ ენდომეტრიუმში ემბრიონის მიმაგრება არ ხდება. იმპლანტაციის ფანჯარა არის პერიოდი ( უფრო ხშირად ციკლის 19 - 21დღეებს შორის ), როდესაც ენდომეტრიული რეცეფციულია.
რას ნიშნავს იმპლანტაციის ფანჯრის გადანაცვლება?
ზოგჯერ ენდომეტრიუმი შეიძლება იყოს პრე ან პოსტ რეცეფციული, როდესაც მისი მზაობა იმპლანტაციისთვის ხდება უფრო ადრე ( პრე ) ან უფრო გვიან ( პოსტ ). იმპლანტაციის ფანჯრის ასეთი გადანაცვლება აღენიშნება 10 - დან 3 პაციენტს.
რა არის ERA-ტესტი?
- ERA ტესტი ადგენს პაციენტის პერსონალურ იმპლანტაციურ ფანჯარას და შესაბამისად, შესაძო ხდება ემპრიოტრანსფერი ( ემბრიონის გადატანა საშვილოსნოს ღრუში ) განხორციელდეს პერსონალურად, ინდივიდუალურად.
- ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის, რომელთაც კარგი ხარისხის ემბრიონების გადატანის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა ჰქონდათ. სწორედ ასეთ პაციენტებში ERA - ტესტის ჩატარება ორსულობის შანსს 73% - მდე ზრდის.
დაჯავშნე კონსულტაცია
+ 995 577 71 17 50