In vitro or extracorporeal fertilization is often the only way to solve the problems of infertile couples and it is basically a safe procedure. The most common of the expected complications is the discontinuation of the procedure – due to lack of response to the stimulations or the unacceptability of the egg and/or embryo. Among the complications, the problems related to the ovarian stimulation are also noteworthy – the injuries both during the egg retrieval process and revealed after the surgical procedure, the increased risk of developing multiple and ectopic pregnancies.
ინ ვიტრო განაყოფიერების უშედეგობა ითვლება უნაყოფობის მკურნალობის ყველაზე სტრესულ ეტაპად. მკურნალობის ამ ეტაპზე განვითარებულმა გართულებებმა შეიძლება გამოიწვიოს ემოციური დაძაბულობა, ფსიქოლოგიური სტრესი და დეპრესია, რაც რიგ შემთხვევებში ფსიქოლოგის დახმარებასაც შეიძლება საჭიროებდეს. ინ ვიტრო განაყოფიერების თანმხლებ გართულებებზე სასაუბროდ აკადემიურ დოქტორს მედიცინაში, კლინიკა “ინ ვიტროს” რეპროდუქტოლოგ ანი მორჩილაძეს მივმართეთ.
- რამდენად ხშირია ხელოვნური განაყოფიერების მსვლელობაში უკვე დაწყებული პროცედურის შეწყვეტა?
ინ ვიტრო განაყოფიერების გაუქმებული ციკლები არის მკურნალობის ყველაზე ხშირი გართულება. დაწყბეული პროტოკოლების დაახლოებით 10 % კვერცხუჯრედის აღებამდე წყდება, 8-10 % უშუალოდ კვერცხუჯრედების აღების ან ემბრიონის ადრეულ განვითარების სტადიებზე ჩერდება ბიოლოგიური მასალის მიუღებლობის გამო.
- ცნობილია რომ ხელოვნური განაყოფიერებისას გამოიყენება საკმაოდ დიდი რაოდენობით ჰორმონალური პრეპარატები. რა გვერდითი ეფექტები შეიძლება ახდეს მათ მოხმარებას?
დღევანდელ დღემდე არ შექმნილა ისეთი ჰორმონული პრეპარატი, რომელიც აბსოლიტურად უსაფრთხოა და გვერდითი ეფექტებისგან სრულიად თავისუფალია. არსებობს პოტენციური პრობლემები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს მათი გამოყენების სხვადასხვა ეტაპზე. ჰორმონალური სტიმულატორების გვერდითი მოვლენებია საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარება, მრავალნაყოფიანი ორსულობა, შესაძლო საკვერცხეების შემოგრეხვა ან აპოპლექსია (გასკდომა).
-რატომ ითვლება მრავალნაყოფიანი ორსულობა ინ ვიტრო განაყოფიერების გართულებად?
თითქოს ერთი მცდელობით ორი ან თუნდაც სამი შვილის გაჩენა უფრო უპრიანი უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ორ ან სამნაყოფიანი ტყუპით ორსულობა ზოგიერთი წყვილისათვის შეიძლება მიმზიდველი იყოს, მრავალნაყოფიანი ორსულობა ძირითად შემთხვევაში დედისა და ნაყოფის მხრივ გართულებებთან არის დაკავშირებული. თუ კი ორ, სამ და თუნდაც ოთხ ნაყოფიანი ახალშობილები ისეთივე ჯანსაღები დაიბადებოდნენ როგორც ერთნაყოფიანი ბავშვები, რა თქმა უნდა არ იქნებოდა შფოთის და განგაშის მიზეზი.
- რა გართულებების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ფეხმძიმე ქალი ტყუპი ნაყოპით ორსულობისას?
მრავალნაყოფიან ორსულობასთან დაკავშირებული დედის მხრივი რისკებია:
- შეწყვეტილი ორსულობა
- სისხლდენა
- ორსულობისას განვითარებული მაღალი არტერიული წნევა
- პრეეკლამფსიის 3-5 ჯერ უფრო მეტად გაზრდილი ალბათობა
- დიაბეტი
- ანემია
- ჭარბწყლიანობა (ნაყოფის გარშემო სანაყოფე სითხის გადაჭარბებული რაოდენობა)
- საკეისრო კვეთის ხშირი საჭიროება.
- გახანგრძლივებული ჰოსპიტალიზაცია, რაც თავისთავად ზრდის სამედიცინო მომსახურეობის ფასს.
- გარდა დედისა ასევე პატარების სიცოცხლესაც შეიძლება შეექმნას საფრთხე მრავალნაყოფიანი ორსულობისას?
რა თქმა უნდა, სავსებით შესაძლებელია. მრავალნაყოფიანი ორსულობისას ნაყოფისეული გართულებები ძირითად დაკავშირებულია ნაადრევ მშობიარობასთან. ნაადრევი მშობიარობის რისკი – ორნაყოფიანი ორსულობისას - 50 %, ხოლო სამნაყოფიანი ორსულობისას 90 % შედგენს. 30 კვირამდე ორსულობის დასრულება - ორნაყოფიანის შემთხვევაში – 7, ხოლო სამნაყოფიანის შემხვევაში 15 % აღწევს.
- რა გართულებები შეიძლება ახდეს თან პატარების გეგმიურ ვადაზე გაცილებით ადრე გაჩენას?
დღენაკლი ბავშვები უფრო მეტად განიცდიან ისეთ სერიოზულ, სიცოცხლისათვის მნიშველოვან ჯანმრთელობის პრობლემებს, როგორიცაა ცერებრალური დამბლა და ინვალიდობა.
მრავალნაყოფიანი ორსულობის შედეგად გაჩენილ ბავშვებს აქვთ საშუალო წონის დაბალი მაჩვენებელი. 1 კგ-მდე გაჩენილი ბავშვების ინვალიდობის რისკი 25 %-ს აღემატება. ასევე მაღალია როგორც ადრეული ნეონატალური ასევე ბავშვთა სიკვდილიანობა მრავალნაყოფიანი ორსულობისას გაჩენილ ბავშვებში ერთნაყოფიანებთან შედარებით. სიკვდილიანობის მაჩვენებელი – ერთი ნაყოფის შემთხვევაში - <1 %, ორი ნაყოფის – 4,7 % და სამი ნაყოფის გაჩენის შემთხვევაში – 8,3 % შეადგენს. თანდაყოლილი დეფექტების რაოდენობაც 2-ჯერ უფრო მაღალია ტყუპებში - ერთნაყოფიანებთან შედარებით.
- გართულებებიდან თქვენ ახსენეთ საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი. საინტერესოა, ხელოვნური განაყოფიერების დროს ყველა პაციენტს შეიძლება განუვითარდეს?
საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (სჰსს) არის ხელოვნური განაყოფიერების ყველაზე სერიოზულ გართულება. ნებისმიერი კარგი ფოლიკულური რეზერვის მქონე პაციენტი, რომელსაც უტარდება ოვულაციის ინდუქცია მიეკუთვნებ სჰსს - -ის განვითარების პოტენციურ პირს.
საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი შეიძლება კლასიფიცირებული იყოს მსუბუქ, საშუალო, მძიმე და კრიტიკულ სტადიებად. ყველაზე მძიმე შემთხვევები ასოცირებულია ორსულობის დადგომასთან. უდავოა, რომ მძიმე და კრიტიკული ფორმები წარმოადგენს საკვერცხეების სტიმულაციის თანმხლებ სიცოცხლისათვის ძალზედ საშიშ გართულებებს.
- რა სიმპტომებს უნდა მიაქციოს პაციენტმა ყურადღება, რომ დროულად მიმართოს ექიმს და თავიდან აიცილოს დაავადების უფრო მძიმე ფორმების გნავითარება?
სიმპტომები როგორც წესი ფოლიკულების აღებიდან რამოდენიმე დღეში იჩენს თავს. თუ კი ორსულობა არ შედგა მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ჰიპერსტიმულაციის სინდრომის დროს სიმპტომები რამოდენიმე დღეში უკვალოდ ქრება. პაციენტს ამ დროს აღენიშნება მუცლის შებერილობა და ზომიერი ტკივილი, ადვილად დაღლა ფიზიკური აქტივობის დროს და მომატებული ფსიქო-ემოციური დაძაბულობა. ულტრაბგერით კვლევისას ვიზუალიზდება ცისტების ხარჯზე გადიდებული საკვერცხეები და თავისუფალი სითხის არსებობა მუცლის ღრუში.
- რამდენად ხშირია ინ ვიტრო განაყოფიერების ციკლებში საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარება?
მიუხედავად ზედმიწევნითი და ფრთხილი მონიტორირებისა, სჰსს-ის მსუბუქი ფორმა - ინვიტრო განაყოფიერების ციკლების 33 %-ში ხოლო მძიმე ფორმა – 3 %- ში გვხვდება.
ჩვენს კლინიკაში საკვერცხეების სტიმულაციის პროცესში გატარებული პრევენციული ღონისძიებების გამო ბოლო წლებში საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის მძიმე ფორმების განვითარების ალბათობა ნულამდე იქნა დაყვანილი. საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის მძიმე გართულებებთანაა დაკავშირებული სისხლის შედედების დარღვევბი, თირკმლების ფუნქციის დაზიანება და რიგ შემთხვევებში საკვერცხეების მთლიანობის დარღვევა, მათი შემოგრეხვის ან გასკდომის გამო. აღნიშნული გართულებები საჭიროებს გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას და ფეხმძიმობის დაფიქსირების შემთხვევაში ორსულობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას.
- წინასწარ რამდენად შესაძლებელია განსაზღვრა თუ რომელ პაციენტთან განვითარდევა საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი?
სჰსს- ის განვითარების ხელშემწყობ რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება:
- ზეჭარბი პასუხი ჰორმონალურ სტიმულაციაზე
- პოლიზისტოზური საკვერცხეების სინდრომი
- ახალგაზრდა ასაკი
- სხეულის დაბალი მასის ინდექსი (გამხდარი ქალები)
- სტიმულაციის პროცესში ფოლიკულების ჭარბი ზრდა და ესტრადიოლის მაღალი კონცენტრაცია
- რა საშუალებებს მიმართავთ ხოლმე ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარების თავიდან ასაცილებლად?
კლინიკა “ინ ვიტროში” ვხელმძღვანელობთ ამ სინდრომის მართვის უახლესი სტრატეგიებით. პრევენციის უმთავრესი მომენტია სტიმულაციის ციკლში “ფრეშ” ემბრიონების ტრანსფერისგან თავშეკავება და ფოლიკულების ასპირაციისას მიღებული კვერცხუჯრედების განაყოფიერება, დარეზერვება და მზოლოდ შემდგომ ციკლში გადატანა. არა ნაკლებ მნიშვნელოვანია ცილოვანი დიეტა, უჯრედისით მდიდარი პროდუქტების მაქსიმალურად შეზღუდვა და სითხეებით დატვირთვა.
- რა გართულებების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს პაციენტი უშუალოდ კვერცხუჯრედების აღების მსვლელლობაში?
როგორც ნებისმიერი ქირურგიული პროცედურების დროს, კვერცხუჯრედების აღების დროსაც არსებობს პოტენციური რისკები. საგულისხმოა, რომ აღნიშნული რისკები იჩენს თავს როგორც ვაგინალური ასე ლაპაროსკოპიული მიდგომით ფოლიკულების ასპირაციისას.
- კვერცხუჯრედების აღების ვაგინალური თუ ლაპაროსკოპიული მეთოდი ითვლება პაციენტისათვის უფრო უსაფრთხოდ?
ვაგინალური მიდგომით კვერცხუჯრედების აღებისას შეიძლება განვითარდეს სისხლდენა საკვერცხებიდან ან საშოს თაღიდან, რაც ხშირ შემთხვევაში მინიმალურია და არ მოითხოვს სიხლის გადასხმას (ჰემოტრანსფუზია – 500-დან 1 შემთხვევაში). გაცილებით იშვიათ გართულებებს მიეკუთვნება - დაინფიცირება, ვითარდება 300-დან 1 პაციენტში და მოითხოვს ანტიბაქტერიულ თერაპიას. ასევე უიშვიათესია პროცედურის მსვლელობაში შინაგანი ორგანოების ძირითადად ნაწლავებისა და შარდის ბუშტის ტრავმირება, ასევე სიხლძარღვების დაზიანება. (1 შემთხვევა 1000-დან)
ლაპაროსკოპიული მიდგომით კვერცხუჯრედების ასპირაციისას ზემოაღნიშნული ანატომიური სტრუქტურების ტრავმირების რისკს ემატება ასევე ზოგადი ანესთეზიის გამოყენებასთან დაკავშირებული გართულებების რისკი. თუმცა, აღნიშნული შემთხვევები ჯანმრთელ ქალბატონებში ძალზედ იშვიათია.
- რამდენად ხშირია ხელოვნური განაყოფიერებისას გარე ორსულობის განვითარების ალბათობა?
ხელოვნური განაყოფიერების ციკლების 2 პროცენტში ვითარდება ექტოპიური ანუ გარე ორსულობა. მსოფლიო ჯანდაცვიხ ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით. ექტოპიუირ ორსულობა შეადგენს საერთო ორსულობების 1 %. ექტოპიური ორსულობების 95 %-ში ემბრიონი რჩება ფალოპის, ანუ საშვილოსნოს მილში. თუმცა, ექტოპიური ორსულობა შეიძლება განვითარდეს ასევე საშვილოსნოს ყელში, საკვერცხესა და მცულის ღრუშიც.
- და თუ კი ინ ვიტრო განაყოფიერებისას ემბრიონების გადატანა ხდება უშუალოდ საშვილოსნოს ღრუში, ანუ საშვილოსნოს მილების ავლით, მაშინ რატომ ვითარდება გარე ორსულობა?
საინტერესო შეკითხვაა. რა თქმა უნდა ემბრიონის/ ემბრიონების საშვილოსნოს რღუში გადატანა ხდება არა ბრმად, არამედ ულტრაბგერითი კონტოლის ქვეშ, მათთვის ყველაზე სასურველ ადგილას. თუმცა წარსულში გადატანილმა ანთებითმა პროცესებმა და საშვილოსნოს მილების ფუნქციურმა არასიჯანსაღემ შეიძლება წინაპირობა შექმნას გადატანილი ემბრიონების შემდგომი მიგრაციის საშვილოსნოს ღრუს მიღმა.
- გარე ორსულობის დაფიქსირების შემთხვევაში ორსულობა აუცილებლად უნდა იქნას შეწყვეტილი?
ემბრიონის საშვილოსნოს მიღმა მიმაგრება იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ გართულებას, როგორც დედისთვის, ასვე ნაყოფისათვის. საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ემბრიონის არასათანადო ადგილზე მიმაგრებული ორგანოს მთლიანობა გარკვეულ პერიოდში ირღვევა და იქმნება სისხლდენის განვითარების რეალური რისკი.
ჩვენს კლინიკაში რამოდენიმე საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა. ულტრბგერით კვლევაზე ერთი სანაყოფე პარკის საშვილოსნოს მილში, ხოლო მეორე სანაყოფე პარკის უშუალოდ საშვილოსნოს ღრუში. ვიზუალიზაციის შემთხვევაში ჩვენი გამოცდილი ქირურგი - ენდოსკოპისტების მიერ ჩატარდა გადაუდებელი ლაპარასკოპიული ჩარევა. გარე ორსულობის ლიკვიდაციის შემდგომ შენარჩუნებული იქნა საშვილოსნოს ღრუს ორსულობა, რაც სამივე შემთხვევაში დამთავრდა ცოცხალშობადობით ფეხმძიმობის დროულ ვადაზე.
კლინიკა ''ინ ვიტრო''-ს მრავალწლიანი გამოცდილება და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალისგან დაკომპლექტებული გუნდი მუდამ თქვენს სამსახურშია ხელოვნური განაყიფოერების თანმხლები მოსალოდნელი გართულებების ასაცილებლად.