საკვერცხის ოვარიული რეზერვი ანუ ჯანსაღი კვერცხუჯრედების რაოდენობა გენეტიკურად არის განსაზღვრული და ყველა ქალისთვის ჯერ კიდევ დაბადებამდეა კოდირებული. ოვარიული რეზერვის შემცირება და განლევა შესაძლოა ადრეულ ასაკშივე დაიწყოს, რასაც თავისთავად მოჰყვება უნაყოფობა.
როგორ ხდება ოვარიული რეზერვის შეფასება?
ტარდება ჰორმონალური კვლევა, რომელთა ნორმალური კონცენტრაცია ქალის ორგანიზმში ფოლიკულების წარმოქმნას არეგულირებს. ესენია ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონი (FSH), მალუთეინიზებელი ჰორმონი ( LH ) , ანტიმიულერის ჰორმონი (AMH). ოვარიული რეზერვის სწორი შეფასებისთვის რომელიმე ერთ მაჩვენებელზე ორიენტირება არ შეიძლება, საჭიროა ყველა მონაცემის გაანალიზება და შეჯერება.
რა იწვევს ოვარიული რეზერვის ნაადრევ შემცირებას?
ბუნებრივად ასაკის მატებასთან ერთად იკლებს ოვარიული რეზერვიც. თუმცა, სხვა ფაქტორებმაც შეიძლება გამოიწვიოს მისი შემცირება. ეს მოიცავს:
- მილების დაავადება
- ენდომეტრიოზი
- საკვერცხის ოპერაცია
- ქიმიოთერაპია
- რადიაციული თერაპია
- მოწევა
- მენჯის ინფექცია
- ავტოიმუნური დარღვევები
- ყბაყურა
- გენეტიკური დარღვევები, როგორიცაა მყიფე X სინდრომი
რა არის ასეთ შემთხვევაში გამოსავალი ?
ყველაზე ეფექტურ მკურნალობას წარმოადგენს ინ ვიტრო განაყოფიერების დროული ჩატარება.
ვისთვის არის აუცილებელი ოვარიული რეზერვის შემოწმება?
რათქმა უნდა ყველა ქალისთვის არა, მაგრამ თუ გეცოდინებათ, რომ რეზერვის ამოწურვის რისკჯგუფს მიეკუთვნებით, აღარ დაკარგავთ დროს და კონსულტაციისათვის დროულად მომართავთ ექიმ რეპროდუქტოლოგს.
ექიმთან კოსნულტაციის დასაგეგმად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე + 995 577 71 17 50