ფაქტორები რომელიც უნდა გაითვალისწინოთ

 

თქვენი შეკითხვები: პასუხგაცემულია

თქვენ ალბათ უამრავი კითხვა გიჩნდებათ იმის თაობაზე, თუ როგორ გახდეთ მშობელი. მართლაც, არსებობს უამრავი მნიშვნელოვანი, რთული ფაქტორი, როგორც ემოციური, ისე ფიზიკური - რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, სანამ იმ გზაზე დადგებით, რომელიც სწორედ თქვენთვის არის განკუთვნილი. გახსოვდეთ, რომ იმის მიუხედავად, რომ ორ ადამიანსაც კი არ აქვს ზუსტად ერთნაირი გზა გასავლელი მშობლად გახდომისკენ, თქვენ მარტო არ იქნებით ამ გამოცდისას. როდესაც თქვენ მზად იქნებით, ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან იმ ინდივიდუალური განრიგისა და მკურნალობის გეგმის შემუშავებაში, რომელიც უშუალოდ თქვენთვის და თქვენი ოჯახისათვის არის განკუთვნილი.

 

რა არის უნაყოფობა?

უნაყოფობა განისაზღვრება, როგორც დაავადება, რომელიც ხასიათდება, როგორც 35 წლამდე ასაკის ქალის კლინიკური ორსულობის უნარის არქონა, 12 თვის რეგულარული, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების გარეშე სქესობრივი კავშირის შემდეგ (6 თვე, 35 წლის ან მეტი ასაკის ქალის შემთხვევაში) ან პიროვნების რეპროდუქციული უნარის შემცირების გამო, როგორც ინდივიდუალურად, ასევე პარტნიორთან ერთად.

 

ქალთა უნაყოფობის მიზეზები

კვლევები გვიჩვენებს, რომ 40 პროცენტამდე შემთხვევაში, სირთულეები, რომელსაც წყვილი აწყდება ბავშვის ჩასახვის დროს, ქალის უნაყოფობასთან არის დაკავშირებული, რაც შეიძლება თავის მხრივ უკავშირდებოდეს სხვადასხვა პირობებს ან ჯანმრთელობის ფაქტორებს, რომელთა შორისაა:

• ასაკი

• არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, ან მენსტრუაციის არარსებობა

• ორსულობის შეწყვეტა ორჯერ ან მეტჯერ

• მენსტრუალური ტკივილები

• ენდომეტრიოზი

• PCOS (საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომი)

• ოვულაციის პრობლემები

• საშვილოსნოს, ფალოპის მილები ან / და საკვერცხეების ანომალია

 

მამაკაცთა უნაყოფობის მიზეზები

კვლევები გვიჩვენებს, რომ 40 პროცენტამდე შემთხვევაში, წყვილის უნაყოფობის ერთადერთი მიზეზი ან მისი ხელშემწყობი მიზეზი არის მამაკაცი პარტნიორი. თუ თქვენ გაწუხებთ სპერმის წარმოქმნასთან დაკავშირებული პრობლემები, ან შეფერხება სპერმის მიწოდებასთან დაკავშირებით, ჩვენი სპეციალისტების ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც არიან გამოცდილი რეპროდუქტოლოგები, შეძლებს დაადგინოს მამაკაცის უნაყოფობის მიზეზი და განსაზღვროს მოქმედებათა გეგმა, რომელიც დახმარებას გაგიწევთ თქვენი ოჯახის დაგეგმვის მიზნებისთვის.

 

თქვენი ინდივიდუალური მკურნალობის გეგმა

არ არსებობს ორი აბსოლუტურად მსგავსი ადამიანი. თქვენი ექიმი დაგეხმარებათ საუკეთესო მკურნალობის კურსის განსაზღვრაში, თქვენი სამედიცინო საჭიროებისთვის. ჩვენ გთავაზობთ მთელ რიგ უახლეს ტექნოლოგიებსა და მკურნალობას, რაც დახმარებას გაგიწევთ ჯანმრთელი ორსულობის მიღწევაში. ემოციური და ფინანსური ასპექტები ასევე წარმოადგენს იმ ფაქტორებს, რასაც მეტად სერიოზულად განვიხილავთ თქვენი მშობლად გახდომის პროცესის განმავლობაში.

ყველაზე ხშირად მკურნალობის ვარიანტები მოიცავს შემდეგს:

• მედიკამენტები ნაყოფიერებისთვის სქესობრივი კავშირის დროს

• საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია (IUI)

• მედიკამენტები ნაყოფიერებისტვის, კომბინირებული საშვილოსნოსშიდა ინსემინაციასთან (IUI) ერთად

• ქირურგიული ჩარევა

• მედიკამენტები ნაყოფიერებისთვის, კომბინირებული ინ ვიტრო განაყოფიერებასთან (IVF) ერთად

 

ჩვენს მკურნალ ექიმთან ვიზიტის დანიშვნა მარტივი გზით ხდება. დაგვიკავშირდით ნომრებზე +995 32 2 15 77 77 , +995 577 71 17 50, ან ასევე შეგიძლიათ ექიმთან ვიზიტის მოთხოვნის ფორმა შეავსოთ აქ.