კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში პირველ IVF (ხელოვნური განაყოფიერების) კლინიკაში!

კლინიკა ''ინ ვიტრო'' ამაყობს იმით, რომ შეუძლია დახმარება გაუწიოს იმ წყვილებს, რომელთა მკურნალობა სხვაგან უშედეგო აღმოჩნდა. ჩვენ ვმოქმედებთ თანამედროვე გაიდლაინების მიხედვით იმ წყვილების დასახმარებლად, რომელთა წინაშეც სერიოზულად დგას ნაყოფიერებასთან დაკავშირებული პრობლემები.

შენ როგორც ჩვენი პაციენტი, იმ გუნდის ნახილი ხდები, რომელიც გეხმარება აისრულო ოცნება - გყავდეს შვილი.ჩვენი ექიმები უნაყოფობის მკურნალობის სფეროში მუდმივი განვითარების ეპიცენტრში იმყოფებიან. გენერალური დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გია ცაგარეიშვილი და კლინიკური დირექტორი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ნატალია ხონელიძე, ხელმძღვანელობენ გუნდს, რომლის შემადგენლობაშიც არიან გამოცდილი ექიმები, ექთნები, ემბრიოლოგები და ადმინისტრაციულ კადრებს. ჩვენ ვიმუშავებთ თქვენთან ერთად, რათა ჩამოვაყალიბოთ მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა და შემოგთავაზოთ რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში უახლესი, ყველაზე თანამედროვე სამედიცინო მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო დონეზე აღიარებული ექიმების ჯგუფის მიერ, რომლებსაც გამოცდილი და გულისხმიერი პერსონალი ეხმარება. გვჯერა, ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ გიჩვენოთ მიმართულება და დახმარება გაგიწიოთ იმ ახალ გზაზე, რომელიც მშობლად ყოფნის სიხარულს მოგიტანთ.

ჩვენი კლინიკის მიერ მიღწეულ შედეგებს შორისაა:

  • პირველი ბავშვი არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რესპუბლიკების მასშტაბით - 1999
  • პირველი ბავშვი ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექციით ICSI მეთოდით - 2004
  • პირველი ბავშვი ბლასტოცისტების ტრანსფერით - 2005
  • პირველი ბავშვი გაყინული ემბრიონის ტრანფერით - 2006
  • პირველი ბავშვი კვერცხუჯრედის დონაციის პროგრამით - 2006
  • ემბრიონებისა და სპერმატოზოიდების კრიოპრეზერვაციის პირველი ტექნოლოგია

რეპროდუქციული ოჯახის დაგეგმვა

მივიჩნევთ, რომ ყველას აქვს უფლება გახდეს მშობელი. მიუხედავად იმისა, თქვენ ახლა იწყებთ ამ გზის გავლას, თუ უკვე გამოცდილი გაქვთ რეპროდუქციული მკურნალობა, ან თუ სხვა ექიმებმა გითხრათ, რომ გამოსავალი არ გაქვთ, ჩვენ ვიმუშავებთ თქვენთან, რათა დაგეხმაროთ თქვენი ოცნების ასრულებაში, რასაც ოჯახის დაგეგმვა ეწოდება.

ერთად შეკრული ექიმთა გუნდი

ჩვენი ექიმები ლიდერებად მოიაზრებიან რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიისა და ხელოვნური განაყოფიერების სფეროში. ეს არის გუნდი, რომლის წევრებიც უაღრესად მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან და კოლეგებს უზიარებენ უახლეს ტექნოლოგიებსა და მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სამედიცინო პრაქტიკას. ჩვენი ექიმების დამსახურება არის ის, რომ ისინი, როგორც ამ სფეროს მოწინავეები, საერთო გამოცდილებას იყენებენ თითოეული პაციენტის ინდივიდუალური მკურნალობისთვის.

უახლესი ტექნოლოგია

20 წლიანი სამუშაო გამოცდილება, პროფესიული სამედიცინო განათლება და სამეცნიერო კვლევები მნიშვნელოვანი საფუძველია ჩვენი მხრიდან შეთავაზებული მომსახურებისთვის. ჩვენ ექიმებს კვალიფიკაცია ამაღლებული აქვთ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, შვედეთში, გერმანიაში, შეერთებულ შტატებსა და რუსეთში. მკურნალობის უახლესი მეთოდები და ტექნოლოგია თქვენთვის მკურნალობის საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს. ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ დარგის ლიდერებთან, კლინიკური სამეცნიერო კვლევების წარმოების საკითხში, რათა ყოველთვის პირველები ვიყოთ სამედიცინო მიღწევებისა და ტექნოლოგიების სფეროში და უზრუნველვყოთ ყველაზე სრულყოფილი და ტექნოლოგიურად ინოვაციური რეპროდუქციული მკურნალობა.

მხარდაჭერის ვალდებულება და თქვენი მეგზურობა

ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ მშობლად ყოფნისკენ მიმავალი გზა არის ის ერთ - ერთი რთული გამოცდილება, რამაც შესაძლოა როგორც ემოციური, ისე ფიზიკური გავლენა იქონიოს თქვენზე. ამიტომ, თქვენი მკურნალობის ყველა ეტაპზე უდიდეს მხარდაჭერას იგრძნობთ.

მთელ ჩვენს გუნდს, დაწყებული ექიმებით, დამთავრებული ექთნებით და ადმინისტრაციული დახმარების ჩათვლით, პატივი აქვთ თქვენ დაგეხმაროთ. ჩვენთვის დღესასწაულია თქვენი წარმატება და თქვენს გვერდით ვართ ნებისმიერ ბრძოლაში, რადგან ჩვენ ვიბრძვით საერთო მიზნისთვის. ჩვენი გუნდის წევრებსაც პირადი გამოცდილება აქვთ ნაყოფიერების საკითხში, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ თქვენი რეპროდუქციული გზის გაადვილებას და მხარდაჭერას.

შესაძლებლობა - გააზრებული გადაწყვეტილების მისაღებად

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ თქვენთვის ზუსტი ინფორმაციის მოწოდებას, რათა დაგეხმაროთ, მიიღოთ კარგად გააზრებული გადაწყვეტილება რეპროდუქციული მკურნალობისა ან სხვა არსებული ვარიანტების შესახებ. ჩვენ ვართ პირველი და ერთადერთი რეპროდუქციული კლინიკა საქართველოში, რომელიც ფოკუსირებულია უნაყოფობის კონკრეტული დიაგნოზის მკურნალობაზე, თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. ჩვენი პროგრამა საშუალებას აძლევს ჩვენს გუნდს უახლესი მიდგომები გამოიყენოს ალტერნატიული მკურნალობისთვის. ეს კი უზრუნველყოფს, რომ თქვენ გაგეწიოთ საუკეთესო სახის მკურნალობა თქვენი ინდივიდუალური დიაგნოზის შესაბამისად.

ინოვაცია დონაციისა და სუროგაციის საკითხში

ჩვენ მოგაწვდით ერთიან, ყოვლისმომცველ ინფორმაციას და დახმარებას გაგიწევთ კვერცხუჯრედის, სპერმის დონაციისა და სუროგაციის საკითხებში. ჩვენ ვიმუშავებთ თქვენთან, რათა მეგზურობა გაგიწიოთ კოლაბორაციული რეპროდუქციის სირთულეების გადალახვაში.

რეპროდუქციული შესაძლებლობა

გარდა ამისა, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ სადაზღვევო პროვაიდერებთან, ჩვენ ასევე შემუშავებული გვაქვს ფინანსური სტრატეგია, რაც დახმარებას გაგიწევთ მეტი შესაძლებლობა გქონდეთ გახდეთ მშობლები. ჩვენი სპეციალისტების გუნდი დაგეხმარებათ ორიენტირებაში თქვენთვის ხელმისაწვდომი ვარიანტების შესარჩევად.

არაფერი გვანიჭებს იმაზე მეტ სიხარულს, ვიდრე ადამიანების დახმარება, რომ გახდნენ მშობლები. მზად ვართ შემოგთავაზოთ შესაძლებლობა ვიმსჯელოთ თქვენს ინდივიდუალურ მდგომარეობასა და ოჯახის დაგეგმვის მიზნებზე. მოგიწოდებთ, უშუალოდ დაგვიკავშირდეთ, რათა მეტი შეიტყოთ იმის შესახებ, თუ როგორ შევძლებთ თქვენს დახმარებას თქვენს ოჯახში სასწაულის მოსახდენად.