ემზადებით პირველი ვიზიტისთვის ექიმ რეპროდუქტოლოგთან უშვილობის მიზეზების დასადგენად? გილოცავთ ! ბევრი წყვილისთვის პირველი ვიზიტის დაგეგმვა დიდ სირთულეებთან და ემოციურ სტრესთან არის დაკავშირებული. უპირველეს ყოვლისა, გირჩევთ, ნუ გადაიწურავთ იმედს თანამედროვე მედიცინას უშვილობის მკურნალობის კოლოსალური შესაძლებლობა აქვს.

ჩვენ ვისაუბრებთ შემდეგ საკითხებზე:

დეტალური ინფორმაცია ორსულობის მცდელობის შესახებ

ინფორმაცია თქვენი და თქვენი პარტნიორის ჯანმრთელობის შესახებ,

ქალებისთვის: ნებისმიერი სექსუალური პრობლემები, მენსტრუალური ციკლის ისტორია, ოჯახის ისტორია უნაყოფობის შესახებ, დიეტა

მამაკაცებისთვის: ნებისმიერი სექსუალური პრობლემები, წინა ჩასახვის მცდელობები, ოჯახის ისტორია უნაყოფობის შესახებ, ინფექციები

 

ჩვენ აქ ვართ შენთვის: 

თითოეული პაციენტი თავს უნდა გრძნობდეს კომფორტულად, ინფორმირებულად და უნდა იყოს საკუთარ არჩევანში დარწმუნებული. პაციენტებს საშუალება აქვთ, დაუსვან ექიმებს ნებისმიერი შეკითხვა რომელიც მათ აქვთ. თქვენი მკურნალი ექიმი გაგესაუბრებათ ნებისმიერ შესაძლო მკურნალობის გზების შესახებ. ჩვენ აქ ვართ თქვენთვის თქვენს თითოეულ ნაბიჯზე.

 

რა უნდა იქონიოთ თან

თქვენი პირველი ვიზიტისთვის, ჩვენ დაგვჭირდება შემდეგი სახის დოკუმენტები:

პირადობის დამადასტურებელი მოწმობა

მედიკამენტების ჩამონათვალი რომელსაც ამ ეტაპზე იყენებთ

ნებისმიერი ინფორმაცია წინა მკურნალობების შესახებ

ნებისმიერი შესაბამისი სამედიცინო ანალიზები

კითხვების ჩამონათვალი რომელიც წინასწარ მოამზადეთ ჩვენთვის

 

დეტალური ინფორმაციისთვის, შეავსეთ მოცემული ფორმა ან დაგვირეკეთ ნომრებზე +995 32 2 15 77 77, +995 577 71 17 50